სად გადავიდა ''იმედიდან'' სკანდალით წასული მარგო - ''ფარული გრძნობა გვაქვს...''

სად გადავიდა ''იმედიდან'' სკანდალით წასული მარგო - ''ფარული გრძნობა გვაქვს...''

მას მერე, რაც მარგო ლუჩკომ ''შალვა რამიშვილის შოუ'' დატოვა, ტელეწამყვანი ''K პროდაქშენისა და ''რუსთავი 2''-ს ახალ პროექტში მიიპატიჟეს. კომედია ''ახალ წელს დაკარგულები'' 2 იანვარს გავა საქართველოს კინოთეატრებში. მანამდე მარგოს ფილმის გადაღებებზე ვკითხეთ.

- ვთამაშობ ერთ-ერთი მომღერლის პროდიუსერის ასისტენტის როლს. ჩემთან ერთად ფილმში ძალიან ბევრი მომღერალი და მსახიობია დაკავებული. მათ შორის არის ჩემი პარტნიორი, დავით დარჩია. ყველაფერი ხდება სამცხე-ჯავახეთში. რაბათში დავიკარგე.

- შეყვარებულია შენი გმირი?

- ჩემი გმირი შეყვარებულია ცხოვრებაზე, ადამიანებზე. არავის არ გავს, უცხოპლანეტელი გოგოა (იცინის).

- დავით დარჩიას გმირთან რომანი ხომ არ გაქვს ფილმში.

- ძალიან სასაცილო სცენები გვაქვს, ერთმანეთი მოგვწონს, ფარული გრძნობა გვაქვს. დანარჩენს ფილმში ნახავთ.

- სცენარი ვის ეკუთვნის.

- ძალიან სასაცილო სცენარი დაწერა ნიკა რამიშვილმა, დრუპიმ. სპეციალურად ამ ფილმისთვის საქართველოში ჩამოდის ირაკლი ფირცხალავა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება