"იმ დროისათვის ყველაზე განსხვავებული ქორწილი გვქონდა" - ავთანდილი

"იმ დროისათვის ყველაზე განსხვავებული ქორწილი გვქონდა" - ავთანდილი

დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარ ქორწილში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ავთო უკვე 9 წელზე მეტია ხათუნა თოთლაძეზეა დაქორწინებული, რომელთანაც მას ერთი ქალიშვილი ანასტასია ჰყავს.

გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტს, რომელიც დიზაინერმა 2010 წელს ჟურნალ "რეიტინგს" მისცა. ინტერვიუში ავთანდილი საკუთარ ქორწილს იხსენებს.

- საკუთარ ქორწილზეც გვიამბე...

- გახმაურებული და იმავდროულად გრანდიოზული ქორწილი მქონდა. ფეხით ჩამოვედით გრიბოედოვიდან, ვარიგებდით ტკბილეულობას და პირველი, რაც გავაკეთეთ, ლაღიძის წყლები დავლიეთ. პატივი ვეცით ძველ ტრადიციებს. გადავსხედით ძველ მანქანებში და წავედით მოხუცებულთა სახლში, იქ მოვაწყვეთ კონცერტი, უპატრონო ბავშვთა სახლსაც ვესტუმრეთ, რადგან ყველა ბავშვი ოცნებობს ლამაზკაბიანი დედოფლის ნახვაზე. დავურიგეთ ბევრი საჩუქარი. შემდეგ წავედით რიტუალების სასახლეში, იქ ეზოში გვქონდა ფანტასტიკური ცერემონია ტკბილეულობითა და შამპანურით, შემდეგ რესტორანში გადავინაცვლეთ - ის დღე ფეიერვერკებით დასრულდა. იმ დროისათვის ყველაზე განსხვავებული იყო და ეს ძალიან მიხარია.

- ვისი ტანისამოსი გეცვათ?

- ორივეს "ავთანდილი" გვეცვა. ეს იყო შემთხვევა, როცა სიძეს წინასწარ ჰქონდა ნანახი პატარძლის კაბა... ხშირ შემთხვევებში დედოფლები მომავალ მეუღლეებს თავიანთ საქორწინო სამოსს არ აჩვენებენ.

- გაგიჭირდა საკუთარი მეუღლისათვის კაბის შექმნა?

- ძალიან. ეს უნდა ყოფილიყო ჩემი შემოქმედების ნაწილი ჩემი საყვარელი ადამიანისთვის. თან ხათუნა ერთი თვით წასული იყო საქართველოდან, რომ ჩამოვიდა, ფაქტობრივად, ნანახიც არ ჰქონდა კაბა და ერთ კვირაში ქორწილი გვქონდა. არატრადიციული ის იყო, რომ მე მეცვა თეთრი ტანისამოსი, ხათუნას კაბა კი ორ ფერში იყო გაწყობილი.

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?

რატომ მოირგო ანგელოზის ფრთები სალომე ბაკურაძემ - "ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით... ამიტომ, აღარ დაველოდე მომდევნო წელს"

შორენა ბეგაშვილის პირველი საერთო ფოტო "კანონიერ ქურდთან", რომლის გამოც ირაკლი ნანაძეს დაშორდა - ვინ არის ლაშა ბარათელი?