"ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" 150 ქალი ინტიმურ ურთიერთობაზე უარის გამო მოკლეს

"ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" 150 ქალი ინტიმურ ურთიერთობაზე უარის გამო მოკლეს

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" რადიკალებმა 150 ერაყელი ქალი მოკლეს იმის გამო, რომ მათ უარი განაცხადეს "ბოევიკებთან" შესულიყვნენ ინტიმურ ურთიერთობაში. ამის შესახებ ქვეყნის ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტრო იუწყება.

მკვლელობა ქალაქ ელ-ფალუჯაში მოხდა, რომელსაც ისლამისტები აკონტროლებენ. ყველა მოკლული ქალაქგარეთ მასობრივ სამარხში დაკრძალეს.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბოევიკებმა" ადგილობრივი მეჩეთი დიდ ციხედ გადააკეთეს, სადაც ის ადამიანები ჰყავთ დამწყვდეული, რომლებიც მათ ქმედებებს არ ეთანხმებიან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა