რუსული რაკეტმზიდი თანამგზავრთან ერთად ჩამოვარდა

რუსული რაკეტმზიდი თანამგზავრთან ერთად ჩამოვარდა

რუსული რაკეტმზიდი "პროტონი" თანამგზავრ "ექსპრესთან" ერთად, დღეს ყაზახეთის საზღვრის მიდამოებში ჩამოვარდა. "მონაცემები დაღუპულთა შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს", - ამის შესახებ "РИА "ФедералПресс" იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ "ექსპრეს- АМ4Р" დაახლოებით, ექვს ტონას იწონის და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რუსულ თანამგზავრად ითვლება. მასზე 63 ტრანსპონდერი და 10 ანტენაა მოთავსებული. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე, 15 დეკემბერს, კოსმოსდრომ ბაიკონურიდან წარმატებით გაეშვა რაკეტმზიდი "პროტონ М" და ტელესაკომუნიკაციო აპარატი "იამალ-401". როგორც ომსკის მთავრობის პრესსამსახური აცხადებს, ტექნიკურ გადაიარაღებასა და საწარმოს მოდერნიზაციაზე 2015 წლამდე 4,3 მილიარდი რუბლია გამოყოფილი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა