ვინ დაალურჯა ''ფსიქოპატთა თამაშების'' მსახიობი ანი ბებია

ვინ დაალურჯა ''ფსიქოპატთა თამაშების'' მსახიობი ანი ბებია

წლის მსახიობმა ანი ბებიამ თეატრალური უნივერსიტეტი წელს დაამთავრა, მაყურებელმა კი ის სერიალ ''ფსიქოპათთა თამაშებიდან'' გაიცნო, სადაც ჟურნალისტს ასახიერებს. ეს მისი პირველი სერიოზული როლია, მანამდე მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და სტუდენტურ ნამუშევრებში მონაწილეობდა. ჩვენი რესპონდენტი ამ პროფესიის გარდა, სხვაგან საკუთარ თავს ვერ ხედავს.

- ბავშვობიდან მომწონდა მსახიობობა, მაგრამ სერიოზულად ამ პროფესიაზე არასდროს მიფიქრია, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვაპირებდი ჩაბარებას. მისაღებ გამოცდებამდე ორი თვით ადრე თავში რაღაც გადამიტრიალდა, მოვემზადე და თეატრალურში ჩავაბარე, სახლში არავის არ ჰქონდა იმედი. მანამდე არც არავინ არაფერი იცოდა, ორი თვით ადრე განვაცხადე, რომ სამსახიობოზე მინდოდა სწავლა. ვერ ვიტყვი, რატომ შევიცვალე აზრი, ეტყობა დავფიქრდი და გავაცნობიერე, რომ მსახიობობა უფრო მინდოდა. რაც მთავარია, დღეს ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ. ყველა ადამიანი იმას უნდა აკეთებდეს, რაც მას უნდა, გამოუვა თუ არა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ უნდა სცადოს, რომ სანანებლად არ დარჩეს.

- ახლა ის გვითხარი, სერიალში როგორ მოხვდი?

- სერიალში კასტინგის მეშვეობით მოვხვდი, რომელიც ბატონმა ოთარ შამათავამ ჩაატარა. ვიცოდი, როგორი და რა ჟანრის უნდა ყოფილიყო სერიალი, ასევე გავეცანი ჩემს გმირს და მას შემდეგ დავთანხმდი. ეს ჩემთვის პირველი სერიოზული როლია, აქამდე მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და სტუდენტურ ნამუშევრებში ვმონაწილეობდი. ''ფსიქოპათთა თამაშები'' ჩემთვის პირველი სერიოზული ნაბიჯი გახლავთ.

- რაც შეეხება შენს გმირს...

- ჩემი გმირი თავისებური, თითქოს მარტოსული ადამიანია, რომელიც ცოტა ''ვერ არის'', მთლად დალაგებული არაა. ჰყავდა შეყვარებული, რომელიც დაიღუპა და ეს გოგონა მის სახლში ცხოვრობს, რაც ერთგვარი სიგიჟეა. იყო წასული საზღვარგარეთ, შეეძლო, იქ გაეგრძელებინა კარიერა, მაგრამ მაინც საქართველოში დაბრუნდა. ჩემი გმირი მე იმით მგავს, რომ აკეთებს იმას, რაც უნდა. არის პირდაპირი, ჩუმ-ჩუმად არ მოქმედებს. შეიძლება, ვიღაცას გული პირდაპირობით ატკინოს, მაგრამ თავისი მაინც ბოლომდე გააქვს.

- ჟურნალისტობას აპირებდი, გახდი მსახიობი, სერიალში კი ჟურნალისტს თამაშობ.

- ნაწილობრივ ახდა ცხოვრების მიზანი, რაღაცნაირი დამთხვევაა.

- სერიალში მონაწილე სხვა მსახიობებს მანამდე იცნობდი? მაგალითად, დათო ქაცარავას, შენს უშუალო პარტნიორს.

- დათო ქაცარავა გადაღების მსვლელობისას გავიცანი, მშვენიერი პარტნიორია. ყველაზე მეტად ვღელავდი მაშინ, როცა უხუცეს მსახიობთან, თამარ სხირტლაძესთან ერთად მქონდა გადაღება, მეშინოდა, რამე არასწორად არ გამეკეთებინა, რომ მას არ ეფიქრა, ეს რა თაობა მოდისო. გარდა ამისა, ვღელავდი იმაზე, თუ როგორ დავიმახსოვრებდი ტექსტებს, მაგრამ გადაღების დაწყებიდან ერთი-ორი კვირის შემდეგ ყველაფერი წყალივით წავიდა (იცინის)….

- დათო ქაცარავას გმირთან აბამ ფლირტს, გაქვთ სასიყვარულო, მაგრამ არა ინტიმური სცენები. ეს დამწყები მსახიობისთვის რთული არ იყო?

- არა, ვერ ვიტყვი, რომ რამე გამიჭირდა, ერთადერთი ის მიქმნის დისკომფორტს, რომ გადაღებები ზაფხულში დაიწყო, ახლა კი უკვე ძალიან ცივა და გარე გადაღებებზე ვიყინები, ტვინიც მეთიშება და ვეღარ ვაზროვნებ. სხვათა შორის, მეოთხე სერიაში მირიან ჯეჯელავასთან ერთად მქონდა სცენა, სადაც მისი გმირი ჩემს მოკვლას ცდილობს. ბევრი დუბლი გადავიღეთ, შესაბამისად, ბევრჯერ მომიწია დაცემამ, რის გამოც დალურჯებული დავდიოდი. მეორე დღეს სხვა გადაღებაზე მივდიოდი და იმაზეც ვღელავდი, რომ ეს სილურჯეები არ გამოჩენილიყო და ჩემთვის საყვედური არ ეთქვათ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება