"თუ მოდელობა ''გრეხია''და თუ ჩემი მოდელობით კაკო ვაშალომიძეს სახელს ვუტეხ, მათთან საერთო არაფერი მექნება"

"თუ მოდელობა ''გრეხია''და თუ ჩემი მოდელობით კაკო ვაშალომიძეს სახელს ვუტეხ, მათთან საერთო არაფერი მექნება"

გასულ კვირას მოდელი თამუნა ვაშალომიძე ძალიან პოპულარული გახდა. როგორც ამბობენ, თამუნა პირველი ქართველი გოგონაა, რომელსაც რუსულ ''პლეიბოიში''გადაიღებენ. თამუნა ''კომედი შოუს''სერიალში თამაშობს და ცოტა ხნის წინ ''მარაო რუსთავი 2''-ში ''ერთგულების ტესტში''მიიღო მონაწილეობა. ''დაავალეს''დავით ქაცარავას ცდუნება, თუმცა როგორც თავად ამბობს, დავით ქაცარავას, რომელიც დღის უმეტეს ნაწილს ვარჯიშში ატარებს, არ გაჰკვირვებია სპორტულ დარბაზში მისი გამოჩენა.

- ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა შენ შესახებ...

- ვარ 23 წლის. ამჟამად პიარმენეჯერად ვმუშაობ ტურისტულ კომპანიაში. გარდა ამისა, ვარ მოდელი, რამდენიმე კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ერთ-ერთ კონკურსზე, სადაც საქართველოს სახელით ვიყავი, ''მის პრესა''გავხდი. ''კომედი არხზე''სერიალ ''სიცილის ზონაში''ვთამაშობ. მოხდა ისე, რომ ''იმედის კვირამ''ჩემზე მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნახევრად შიშველი გამოვედი ეკრანზე. სიუჟეტში ნახსენები იყო მამინაცვლის სახელი და გვარი. აქამდე ვიცოდი, რომ ის ჩემი მამა იყო. ცხრა წლის ასაკში გავიგე, რომ მისი ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი, მაგრამ ერთ ოჯახში ვიზრდებოდით და რომელი ინტერვიუც არ უნდა წაიკითხოთ, კაკო ვაშალომიძე ყველგან ამბობს, რომ ჰყავს ოთხი შვილი: თამუნა და შაკო, მაიკო და სალომე ვაშალომიძეები. მაიკო და სალომე პირველი ქორწინებიდან ჰყავს. შაკო დედაჩემის და კაკოს შვილია. ოჯახიდან წლების წინ წამოვედი. კარგად არ დავშორდით. მას შემდეგ მისი სახელი არ მიხსენებია.

- რატომ წამოხვედი ოჯახიდან?

- ამას ჯერჯერობით არავის ვეუბნები. ამ ყველაფერსაც არ ვიტყოდი, დედაჩემის ინტერვიუ რომ არ წამეკითხა და რომ არ ეთქვა, ანტიქრისტე გავაჩინეო. როდესაც სახლიდან წამოვედი, ვთქვი, რომ ჩემ თავს თავად მივხედავდი. მინდა, ყველას დავუმტკიცო, რომ დამოუკიდებლად შემიძლია ჩემი ცხოვრების წარმართვა. თუ მოდელობა ''გრეხია''და თუ ჩემი მოდელობით კაკო ვაშალომიძეს სახელს ვუტეხ, მათთან საერთო არაფერი მექნება. შვიდი წლის ვიყავი, კაკო ვაშალომიძე რომ გავიცანი და ვიცოდი, რომ მამა იყო.

მერე კი გავიგე, რომ მამინაცვალი იყო. არ მითხოვია, გვარი თვითონ მომცა.

- რა გვარი გქონდა?

- ესიტაშვილი ვიყავი. 13 წლიდან ვაშალომიძე კაკოს ასული გავხდი. ახლა ამბობს, რომ ჩემი რცხვენია. თუ ჩემი რცხვენია, მე უკვე ადვოკატი მყავს აყვანილი და მომდევნო კვირაში ვაპირებ, სარჩელი შევიტანო და მამობის უფლება წავართვა.

სიმართლე გითხრათ, დედის რეაქცია არ გამკვირვებია. ვფიქრობდი, ჩემს ცხოვრებაში როდისმე ძალიან ცუდად გამოჩნდებოდა. არ მაქვს კარგი ურთიერთობა. ციხეში ჩემ გამო მოხვდა. დედამისს აყენებდა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ანალოგიურს ცდილობდა ჩემ მიმართაც. სასამართლომ გააფრთხილა, მაგრამ გაფრთხილება არ გაითვალისწინა და ამის გამო 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

დედაჩემი აყვანილია, ბებიამ და ბაბუამ აიყვანეს და გაზარდეს. მერე მე გამზარდეს. მე დედის ბიოლოგიური შვილი ვარ. თავიდან ბებია მზრდიდა. მახსოვს, დედა რომ გავიცანი, ოთხი წლის ვიყავი. არაჩვეულებრივი ბებია მყავს. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ყველაფერში გვერდით მიდგას. ბოლო დღეების სკანდალზე არაფერი მითქვამს, რომ არ ინერვიულოს.

- ახლა ბებია ვისთანაა?

- სახლში ვერ დავტოვებდი. ბებია მომვლელთან მყავს. სახლში რომ დარჩენილიყო, ისევ კონფლიქტი მოხდებოდა.

- დედა მას რის გამო სცემდა?

- არ ვიცი. მიზეზს ყოველთვის პოულობდა. კაკოს რომ დაშორდა, ბებიას არ მოეწონა. რადგან კაკო და დედაჩემი თვრამეტი წელი იყვნენ ერთად და მერე, სხვა კაცი რომ ჰყავდა, ამის გამო კამათობდნენ. კიდევ არის რაღაც მიზეზი, რის გამოც დედას ''ეკეტებოდა''.

- რამდენი ხანია, დედა არ გინახავს?

- ოთხი თუ ხუთი თვის წინ იყო სასამართლო და მას შემდეგ არ მინახავს. ჩვიდმეტი წლის ასაკში წამოვედი სახლიდან და არავისთვის მითხოვია დახმარება. მხოლოდ ტანსაცმელი და მედავითნის წიგნები ნუსხურად, წამოვიღე. არასდროს გამომიყენებია კაკო ვაშალომიძის სახელი. ერთი პერიოდი ძალიან ცუდად ვიყავი. ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, ფეხები მტკიოდა. მითხრეს, რომ შეიძლებოდა, ეტლიც დამჭირვებოდა.

- ავარიაში მოყევი?

- არა. ძალიან სუსტი ფეხები მაქვს. სამი წლის წინ მიმტანად ვმუშაობდი და ფეხები ძალიან დამიზიანდა. მერე გადავედი ადმინისტრატორად, მერე - მენეჯერად. ერთი პერიოდი სულ ბოტასებით დავდიოდი. სუპინატორები უნდა მცმოდა. ახლაც პრობლემები მაქვს, მაგრამ მე რომ ოპერაცია გავიკეთო, სამი თვე ვერ გავივლი და წოლითი რეჟიმი უნდა მქონდეს.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება