ლუკაშენკო პოროშენკოს - რაც საჭირო იქნება, მითხარი და ერთ დღეში გაგიკეთებ

ლუკაშენკო პოროშენკოს - რაც საჭირო იქნება, მითხარი და ერთ დღეში გაგიკეთებ

ბელორუსი უკრაინის დასახმარებლად ყოველთვის მზადაა. ბელორუსული სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკომ პეტრო პოროშენკოს განუცხადა, რომელიც გუშინ უკრაინელ კოლეგასთან პირისპირ შესახვედრად კიევში ჩავიდა.

"მინდა, რომ უკრაინაში ყველაფერი კარგად იყოს. თქვენ პრეზიდენტი ხართ და გტკივათ, მეც მტკივა და აქედან გამომდინარე ვამბობ. ამიტომაც, კიდევ ვიმეორებ: რაც საჭირო იქნება ბელორუსისგან - მითხარი და ერთი დღის განმავლობაში ყველაფერს გაგიკეთებთ, რასაც გვთხოვ. საჯაროდ ვამბობ - რაც უთხოვია უკრაინის პრეზიდენტს, ყოველთვის ყველაფერი გაგვიკეთებია. ასე იქნება მომავალშიც. ეს ჩვენთვის თამაში არ არის. ჩვენ მეზობლები ვართ, გვერდიგვერდ ვცხოვრობთ და ნათესავი ხალხი ვართ. ამბობენ, რომ აი, ლუკაშენკოს რაღაცის ეშინია. მე არ მეშინია. მოდით, ეს ყველაფერი არასაჯაროდ გავაკეთოთ. მოდით საერთოდ ნურავის ვეტყვით, არამედ ყველფერი საიდუმლოდ გავაკეთოთ, ოღონდ ამ მიმართულებით იყოს პროგრესი", - განუცხადა პოროშენკოს ბელორუსმა კოლეგამ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა