ელტონ ჯონმა ოფიციალურად იქორწინა

ელტონ ჯონმა ოფიციალურად იქორწინა

დღეს, ელტონ ჯონისა და დევიდ ფერნიშის ქორწინების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შეგახსენებთ, რომ 67 წლის მომღერალი, 2005 წლიდან იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში თავის 52 წლის პარტნიორთან. გარდა ამისა, ისინი 2 ბავშვს ზრდიან, რომლებიც სუროგატი დედებისგან ჰყავთ.

ცერემონიამ პრესის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა, თუმცა, მომღერალმა ინსტაგრამზე რამდენიმე ფოტო გაავრცელა, რათა თაყვანისმცემლებისთვის საკუთარი ბედნიერება გაეზირებინა. ცერემონიის სტუმრებს შორის ჰიუ გრანტი, ელიზაბეტ ჰარლი, ასევე ბექჰემების ოჯახი იყო.

შეგახსენებთ, რომ მარტში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო კანონი, რომელიც გეი წყვილებს ქორწინების რეგისტრირების უფლებას აძლევს. "მე ვფიქრობ, ეს ახალი კანონისგან სარგებლის მიღებისა და დღესასწაულის მოწყობის კარგი საშუალებაა. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, ეს ნამდვილი გამარჯვებაა", - განაცხადა ელტონ ჯონმა.

აღსანიშნავია, რომ მომღერლისთვის ეს ქორწინება არ არის პირველი. 1984 წლის 14 თებერვალს მან რენატე ბლაუელთან იქორწინა, თუმცა, ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა, წყვილი ქორწინებიდან 4 წელში დაშორდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება