''ყველაფერს ვაკეთებ, რომ საახალწლოდ ფორმაში ვიყო...''

''ყველაფერს ვაკეთებ, რომ საახალწლოდ ფორმაში ვიყო...''

ნინო გაჩეჩილაძე სულ მცირე ხანია, რაც ახალ ბინაში გადავიდა და თავისი გემოვნებით მოაწყო. ახალი წლისთვის უკვე მზადაა და ნაძვის ხეც აწყობილი აქვს. მსახიობს მივმართეთ შეკითხვებით, როგორია მისთვის ახალი წელი და რა ტრადიციები აკავშირებს ამ დღესასწაულთან.

- პირველი ახალი წელი გაიხსენე, რომელიც პატარაობიდან დაგამახსოვრდა.

- ძალიან პატარა ვიყავი, ზუსტად არ მახსოვს, რამდენი წლის, მაგრამ დედაჩემი იხსენებს, როდესაც სულ პირველად ნაძვის ხე მოვრთეთ და მამამ გირლანდები აანთო, ისეთი გაბრწყინებული სახე გქონდა, გაკვირვებული და თან გახარებული თვალებით იყურებოდიო. ეს იყო 80-იანი წლების დასაწყისში (იღიმის).

- ნინო, თოვლის ბაბუის გჯეროდა თუ თავიდანვე იცოდი, რომ საჩუქრებს მშობლები ყიდულობენ?

- თოვლის ბაბუის დიდხანს მჯეროდა, ალბათ, იმდენად მინდოდა, რომ რეალური ყოფილიყო, ვერც ვუშვებდი მის არარსებობას. 14 წლის ასაკში, როცა გავიგე, რომ საჩუქრებს თურმე მამა ყიდულობდა, ძალიან მეწყინა, რომ ამდენ ხანს მატყუებდნენ.

- როგორია შენი ოჯახის საახალწლო ტრადიციები?

- ჩვენი ოჯახის საახალწლო ტრადიცია ახალი წლის ერთად, სახლში შეხვედრაა. ოჯახის ოთხივე წევრი ვსხდებით სუფრასთან, ვაცილებთ ძველს და ვხვდებით ახალ წელს. მერე ჩემი და ან მამაჩემი გავლენ გარეთ, რადგან ორივეს კარგი ფეხი აქვს და შემოდიან, როგორც მეკვლეები. შემოყრიან კანფეტებს, ტკბილეულს, ფულს და მერე მათ ''ფეხზეა'' დამოკიდებული, როგორი იქნება შემდეგი წელი. სამწუხაროდ, წელს ეს ტრადიცია დაირღვევა, იმიტომ რომ ორივე, მამაც და თაკოც, გარეთ იქნებიან, კონცერტზე და ისე მოგვილოცავენ ახალი წლის დადგომას. მე კი ჯერჯერობით, არანაირი გეგმა არ მაქვს.

- ახლობლებისთვის საჩუქრის ჩუქების ტრადიცია თუ გაქვს?

- კი, როგორ არა. ყოველ წელს ერთმანეთს საჩუქრებს ვუძღვნით, ოღონდ წინასწარ ვიგებთ, ვის რა გვინდა და იმას ვჩუქნით. წელს მე უკვე ვიცი, რა საჩუქარს მივიღებ მშობლებისგან, თაკოს რა აქვს მოფიქრებული, ჯერ არ ვიცი (იღიმის).

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება