ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან დაგეგმილი პირადი შეხვედრა გააუქმა. liga.net-ის ცნობით, "ევრაზიული კავშირის" სამიტამდე რუსეთის პრეზიდენტი მხოლოდ ყაზახ კოლეგას, ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა. რამდენიმე კვირის წინ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთი მწვავედ გააკრიტიკა ბელორუსიდან ხორცის პროდუქტების შეტანის აკრძალვაზე და განაცხადა, რომ ეს უტვინო და სულელური გადაწყვეტილება იყო.

21 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას ბელორუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყოველთვის მზად არის უკრაინის დასახმარებლად.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა