აშშ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დარღვევაში ადანაშაულებს

აშშ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დარღვევაში ადანაშაულებს

აშშ-ი რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობის ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთმა გაუმართლებელი შეზღუდვები დააწესა აშშ-ის, ევროკავშირისა და რიგი ქვეყნების სანქციების საპასუხოდ.

"რუსეთმა ამით დაარღვია კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ღია ვაჭრობის ძირითადი პრინციპი", - ნათქვამია აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ანგარიშში. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობა ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად აშშ-ის მიერ რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის შეზღუდვისა, რაც რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას მოჰყვა, სავაჭრო წარმომადგენლობა გააგრძელებს რუსეთისთვის იმ ვალდებულებების შესრულების შეხსენებას, რომელიც რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებით აიღო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა