რუსეთში გამოკითხულთა 10 % საქართველოს მტრულ ქვეყნად მიიჩნევს, 9 % კი მეგობრულ ქვეყნად აღიქვამს

რუსეთში გამოკითხულთა 10 % საქართველოს მტრულ ქვეყნად მიიჩნევს, 9 % კი მეგობრულ ქვეყნად აღიქვამს

გამოკითხული რუსების 9 % საქართველოს მეგობრულ ქვეყნად აღიქვამს, 27 % პარტნიორად, 22 % ნეიტრალურად აფასებს, 20 %-ის აზრით საქართველოსთან ურთიერთობა დაძაბულია, 10 % საქართველოს მტრულ ქვეყანას უწოდებს, 12 %-ს კი პასუხი უჭირს. ამის შესახებ საუბარია კიევის საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტის მიერ "დოიჩე ველეს" დაკვეთით ჩატარებულ გამოკითხვის შედეგებში, რომლის დროსაც 18-65 წლის ასაკის ათასი ადამიანი გამოიკითხა. აღსანიშნავია, რომ შარშან ნოემბერში ჩატარებული ასეთივე გამოკითხვით, საქართველოს მტრულ ქვეყნად რუსების მხოლოდ 8 % მიიჩნევდა.

ამავე გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ მოსკოვსა და დასავლეთს შორის უკრაინის კონფლიქტის გამო არსებულმა უთანხმოებამ გერმანიისადმი რუსეთის მოქალაქეების დამოკიდებულებაზეც იმოქმედა და თუკი 2013 წელს რუსების 60 % გერმანელებს მეგობრებად აღიქვამდა, ახლა ეს მაჩვენებელი 26 %-მდე შემცირდა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტი გერმანულ-რუსულ ურთიერთობას დაძაბულსა და მტრულსაც კი უწოდებს. ამერიკას მტრულ სახელმწიფოდ რუსების 35 % მიიჩნევს, უკრაინას 32 %, 5 %-ის აზრით კი უკრაინა მეგობრული სახელმწიფოა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა