13 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ტიმ ბარტონი და ჰელენა ბონემ კარტერი ერთმანეთს დაშორდნენ

13 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ტიმ ბარტონი და ჰელენა ბონემ კარტერი ერთმანეთს დაშორდნენ

13 წლიანი ერთობლივი თანაცხოვრების შემდეგ, ამერიკელი რეჟისორი ტიმ ბარტონი და ბრიტანელი მსახიობი ჰელენა ბონემ კარტერი ერთმანეთს დაშორდნენ. ცნობილია, რომ ბარტონი და კარტერი ოფიციალურ ქორწინებაში არასოდეს ყოფილან, თუმცა, ერთად ცხოვრობდნენ და საკუთარ ორ შვილს, 11 წლის ვაჟსა და 7 წლის ქალიშვილს ზრდიდნენ. როგორც ვარსკვლავური წყვილის წარმომადგენლები იტყობინებიან, ისინი შვილების ერთობლივ აღზრდაზე შეთანხმდნენ და მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება გადაწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ 56 წლის ოსკაროსანმა ტიმოთი ბარტონმა ისეთი საკულტო ფილმები გადაიღო, როგორებიცაა: "ბეტმენი", "ედვარდ ხელმაკრატელა", "ედ ვუდი", "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", "მთვლემარე სიცარიელე", "მაიმუნების პლანეტა". ხოლო ჰელენა ბონემ კარტერმა მნიშვნელოვანი როლები შეასრულა ფილმებში: "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", "ჰარი პოტერი", "მებრძოლთა კლუბი", "მეფის სიტყვა", "საბრალონი".

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება