"რომ მცოდნოდა პუტინს და რუსეთს აღმერთებდა, ვარსკვლავს არ გავუხსნიდი" - ოქიტაშვილი გვერდწითელს პასუხობს

"რომ მცოდნოდა პუტინს და რუსეთს აღმერთებდა, ვარსკვლავს არ გავუხსნიდი" - ოქიტაშვილი გვერდწითელს პასუხობს

მე რომ მცოდნოდა, რომ 2006 წელს ქალბატონი თამარ გვერდწითელი აღმერთებდა პუტინს და რუსეთს, მის ვარსკვლავს საქართველოში არ გავხსნიდი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თამარ გვერდწითელისთვის მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

"მე მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, შეურაცხყოფა მან მიაყენა ქართველ ერს და იმ აფხაზ მებრძოლ, გარდაცვლილ გმირებს, როდესაც 2006 წელს დუეტში სოსო პავლიაშვილთან ერთად იმღერა, რუსეთო ჩემო სამშობლო, ჩემო მთებო და მდელო", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

მისივე თქმით, თამარ გვერდწითელის ამ სიმღერის შესახებ მიმდინარე წლის 12 დეკემბერს გახდა ცნობილი.

"ჩემთვისაც შავი ლაქაა მასთან ურთიერთობა, რომ მცოდნოდა, რომ 2006 წელს მას ჰქონდა ეს სიმღერა ნამღერი, რომელიც ახლა გამომჟღავნდა, რადგან სოსო პავლიაშვილმა ამ წლის 12 დეკემბერს შეასრულა. მაშინ თამარ გვერდწითელთან ერთადაც იმღერა, მე ნამდვილად მისი სახელობის ვარსკვლავს არ გავხნიდი. როდესაც ჩემთვის პირველად ეს ამბავი გახდა ცნობილი, ჩემთან იყვნენ მოსული შაოსანი დედები, იმ გარდაცვლილი ბიჭების დედები, რომლის გვამებზეც მათ იარეს. მინდა ვკითხო ქალბატონ თამარს, 2006 წელს აფხაზეთი ჩვენი იყო? მე არ მინდოდა მასთან კონფლიქტში შესვლა. მე მზად ვარ იმ ჟურნალისტთან ერთად, რომელმაც ეს სტატია მოამზადა სასამართლოში წარვდგე", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

მისივე თქმით, თამარ გვერდწითელმა უნდა განმარტოს, ნამდვილად იმღერა თუ არა 2006 წელს სოსო პავლიაშვილთან ერთად რუსეთისთვის მიძღვნილი სიმღერა.

"თუ არ იმღერა ეს სიმღერა, მაშინ თქვას, რომ მე ეს სიმღერა არ მიმღერია. რა მნიშვნელობა აქვს, რომ 2006 წლის მერე, მას ეს სიმღერა არ უმღერია? მე მას ვუსვამ კითხვას - 2006 წელს აფხაზეთი ჩვენი იყო? მე მომმართეს შაოსანმა დედებმა, რომ ქალბატონი თამარის ვარსკვლავი არ უნდა იყოს საქართველოში და არ უნდა იყოს ფილარმონიასთან. მე არ მინდოდა ამის თქმა, ამიტომ სასამართლოზე შაოსან დედებს აუხსნას, რომ რუსეთი როგორ არის მისი სამშობლო. დიდი დანაშაული ჩავიდინე. მე, ქართველ ერს ვუხდი ბოდიშს, რომ მცოდნოდა, რომ 2006 წელს ქალბატნი თამარი აღმერთებდა პუტინს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მის ვარსკვლავს არ გავხსნიდი", - განაცხადა ოქიტაშვილმა.

მომღერალმა თამარ გვერდწითელმა დღეს განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ დავით ოქიტაშვილს ღირსების შელახვისათვის სასამართლოში უჩივლებს.

ნახეთ| თამარ გვერდწითელი დავით ოქიტაშვილს სასამართლოში უჩივლებს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება