თინა კანდელაკს "პუტინი" აჩუქეს - "ამიერიდან თვალი აღარ მეცემა"

თინა კანდელაკს "პუტინი" აჩუქეს - "ამიერიდან თვალი აღარ მეცემა"

ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა უჩვეულო საჩუქრით მოიწონა თავი. მან სოციალურ ქსელ ”ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც კანდელაკს ხელში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მინიატურული ქანდაკება უჭირავს. თინას იმდენად გაუხარდა ეს სიურპრიზი, რომ გადაწყვიტა, სახალხოდ გამოეჩინა კოლეგების საჩუქარი:

”ეს-ესაა კოლეგებისგან სუპერ საჩუქარი მივიღე. ბოლო დროს მოდაში შემოვიდა საახალწლოდ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინის ჩუქება. მომიტანეს მშვენიერი, მალაქიტის ქანდაკება, რომლის დასამზადებლადაც ოსტატმა ნახევარი წელი იმუშავა. ამიერიდან თვალი აღარ მეცემა”, - ასეთი მინაწერი გაუკეთა ფოტოს თინა კანდელაკმა.

წინა თვეს, დაბადების დღეზე კანდელაკს კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი აჩუქეს, რისი ამსახველი ფოტოც საჯაროდ გამოაქვეყნა ტელეწამყვანმა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება