რომის პაპმა საშობაო ლიტურგიის წინ ქალაქ ერბილში მყოფ ერაყელ დევნილებს დაურეკა

რომის პაპმა საშობაო ლიტურგიის წინ ქალაქ ერბილში მყოფ ერაყელ დევნილებს დაურეკა

კათოლიკური სამყარო დღეს, 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. რომის პაპმა ფრანცისკმა საშობაო ლიტურგიის წინ ქალაქ ერბილში, ერთ-ერთ ბანაკში მყოფ ერაყელ დევნილებს დაურეკა. დევნილებს, რომელთაც "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" საკუთარი საცხოვრებლის დატოვება აიძულეს, პაპმა მოუწოდა, სულით არ დაეცნენ. "ძვირფასო ძმებო, მე მთელი გულით თქვენთან ვარ", - მიმართა მან დევნილებს და უთხრა, რომ ისინი, როგორც ქრისტე, იძულებული გახდნენ, გაქცეულიყვნენ. საშობაო მესის დროს კი, რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, თანაგრძნობით მოეკიდონ ახლობლებსა და ნათესავებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა