დასავლეთ აფრიკაში ებოლათი დაღუპულთა რიცხვი 7 588-მდე გაიზარდა

დასავლეთ აფრიკაში ებოლათი დაღუპულთა რიცხვი 7 588-მდე გაიზარდა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დასავლეთ აფრიკაში ებოლათი დაღუპულთა რიცხვი 7 588-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ "გარდიანი" ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, ამ დროისთვის დაფიქსირებულია ებოლათი დაინფიცირების 19 497 შემთხვევა. "გარდიანის" ცნობით, ვირუსი ყველაზე მწვავედ კვლავ სიერა ლეონეში ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ებოლას ვირუსი ამ დროისთვის დაფიქსირებულია გვინეაში, ლიბერიაში, სიერა-ლეონეში, ნიგერიაში, მალიში, სენეგალში, ესპანეთსა და აშშ-ში.

ებოლას ჰემორაგიული ცხელება აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში წლის დასაწყისში გავრცელდა. ვირუსი იწვევს ჰემორაგიულ ცხელებას, თავის ტკივილს და ზოგად სისუსტეს, ვითარდება დიარეა, ღებინება, გამონაყარი, ღვიძლთან და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს ორი გზით - ინფიცირებულ სისხლთან პირდაპირი კონტაქტისა და სისხლით კონტამინირებულ საგნებთან კონტაქტის გზით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა