გიორგი მახარაძე: ''ყველაფრით ბედნიერი ვარ, რაც გამაჩნია და ვინც გამაჩნია''

გიორგი მახარაძე: ''ყველაფრით ბედნიერი ვარ, რაც გამაჩნია და ვინც გამაჩნია''

მსახიობი გიორგი მახარაძე რამდენიმე წლის წინ საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როდესაც მარიამ როინიშვილზე დაქორწინდა. წყვილს ერთი შვილი, ელენე ჰყავს, თუმცა დაშორდნენ. გიორგიმ რამდენიმე ფილმში საინტერესო გმირის როლი მოირგო, თუმცა მასთან ინტერვიუს დროს ყოველთვის პირადი ამბებით ვინტერესდებით ჟურნალისტები. პირად ცხოვრებაზე საუბარს კი გიორგი აღარ აპირებს. არ უნდა, მის ცხოვრებაში ყველამ ხელები აფათუროს.

- გიორგი, სერიალ''ტიფლისში'' მეცხრამეტე საუკუნის ჟურნალისტს თამაშობ. შენს გმირზე რისი თქმა შეგიძლია?

- ახალგაზრდა ჟურნალისტსა და ნიჭიერ მწერალს ვთამაშობ. მისი სტატიები მოსწონთ, მაგრამ ყველაფრის წერის საშუალება არ ეძლევა. საბა სოციალურ საკითხებზე წერს, იმ რეალობისგან შორსაა, რომელშიც ცხოვრობს. მაგრამ როცა დაინახავს, მის ქალაქში რაც ხდება, სურვილი უჩნდება, რასაც ხედავს, ფურცელზე გადაიტანოს.

- მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრების სურვილი ხომ არ გაგიჩნდა?

- კი, ძალიან მაგარია. გადაღებებიც ძალიან მაგარია. მომწონს კოსტიუმები, რომლებიც გვაცვია. ნებისმიერი მსახიობისთვის კარგია, როცა სხვა ეპოქას თამაშობს.''ტიფლისს'' ზოგი აკრიტიკებს კიდეც, მაგრამ ეს ბუნებრივია. ამბობენ, რომ იმ ეპოქაში იმ სიტყვებს არ ხმარობდნენ და ისე არ იგინებოდნენ, როგორც სერიალში. ამ კრიტიკას ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ ეს ალტერნატიული თბილისია და არა ზუსტად იმ დროის ასახვა. რომ არ ვმონაწილეობდე, ამ სერიალს ისედაც დიდი სიამოვნებით ვუყურებდი.

- სხვა რა პროექტებში ხარ დაკავებული?

- ოთარ ეგაძე''ჭირვეულის მორჯულებას'' დგამს. დღე და ღამე რეპეტიციები გვაქვს. პარალელურად სერიალის გადაღებებიც მიმდინარეობს. ცოტა რთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ კარგია, ჩემი საქმით რომ ვიღლები. ასევე იგეგმება''პარადოქსის'' გაგრძელება. სერიალის პირველი ნაწილი ჩვენმა მეზობელმა და მეგობარმა ქვეყანამ, უკრაინამ იყიდა. ერთ-ერთ არხზე გადის და მოითხოვეს მეორე სეზონი. სავარაუდოდ, თებერვლიდან განვაახლებთ გადაღებებს.

- თავისუფალი დრო გრჩება?

- ძალიან ცოტა დრო მაქვს და სულ ვცდილობ, შვილთან უფრო ბევრი დრო გავატარო. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ძალიან დაკავებული ვარ და ყოველდღიურად მის ნახვას ვერ ვახერხებ.

- რამდენიმე დღის წინ ყოფილი მეუღლის, მარიამის დაბადების დღე იყო. მიულოცე?

- იმ დღეს ბევრი მეგობრის დაბადების დღეა. რასაკვირველია, მახსოვდა მარიამის დაბადების დღე და მივულოცე.

- ელენე, როგორც ამბობენ, კარგად ცეკვავს.

- ელენეს ბევრი ნიჭი აქვს. კარგად ცეკვავს და მგონია, რომ კარგი სამსახიობო მონაცემები აქვს. თვითონვე იგონებს როლებს და თამაშობს. ყველაფერი კარგად გამოსდის. დღეს მგონია, რომ მისი ნიჭი ხელოვნების მხრივ განვითარდება. მშობლები ვურჩევთ, მაგრამ თვითონ რასაც აირჩევს, საბოლოოდ ის გამოვა.

- მარიამი მოგწონდა პროექტ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' და გულშემატკივ­რობდი?

- ამ თემაზე საერთოდ არ მინდა ლაპარაკი. იმიტომ არა, რომ არ მომწონს მისი ცეკვა. უბრალოდ, არის პირადი თემები, რაზეც აღარ მინდა ხმამაღლა ლაპარაკი. არ მსიამოვნებს, ჩემი ცხოვრება განხილვის თემა რომ ხდება. როგორი ცნობილიც უნდა გავხდე, ყოველთვის ვეცდები, ჩემი პირადი ამბები ყველას განსახილველად არ გამოვიტანო. ზოგს მოსწონს ეს ყველაფერი და ლაპარაკობს, მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია. უბრალოდ, ჩემი პირადი გადმოსახედიდან არაა სასიამოვნო, როცა სოციალურ ქსელში მთელი საქართველო განიხილავს, ვისთან რა ურთიერთობა მაქვს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება