შვედეთში უცნობმა პირმა მეჩეთს ცეცხლი წაუკიდა

შვედეთში უცნობმა პირმა მეჩეთს ცეცხლი წაუკიდა

შვედეთის ქალაქ ესკილსტუნაში უცნობმა პირმა მეჩეთს ცეცხლი წაუკიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ხანძრის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა. "ბიბისის" ცნობით, მეჩეთში ოცამდე ადამიანი იმყოფებოდა. "თვითმხილველთა განცხადებით, უცნობმა პირმა მეჩეთში ფანჯრიდან გაურკვეველი საგანი შეაგდო, რის შედეგადაც შენობას ცეცხლი გაუჩნდა", - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის პრესსპიკერმა ლარს ფრანზელიმ.

"ბიბისის" ცნობით, პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა