თურქეთში 16 წლის მოზარდი პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის დააკავეს

თურქეთში 16 წლის მოზარდი პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის დააკავეს

თურქეთში პოლიციამ 16 წლის მოზარდი დააკავა, ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის. "ბიბისი"-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბიჭი მას შემდეგ დააკავა, რაც სტუდენტების საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მან მმართველი პარტია და პრეზიდენტი ერდოღანი ბოლო ხანს მის წინააღმდეგ კორუფციული ბრალდებების გამო გააკრიტიკა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მოზარდს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმეთ დავითოღლუს განცხადებით, ყველა ვალდებულია პატივი სცეს პრეზიდენტს. თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით, პრეზიდენტის შეურაცხყოფა დანაშაულია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა