2014 წლის 10 ყველაზე პოპულარული ქართველი

2014 წლის 10 ყველაზე პოპულარული ქართველი

იმის დასამტკიცებლად, რომელი გადაცემა უფრო პოპულარულია, ტელევიზიები ხშირად აქვეყნებენ სატელევიზიო რეიტინგებს, თუმცა ამ რეიტინგებზეც მუდმივად მიმდინარეობს დავა, ზოგი ამბობს, რომ რეალურ სურათს არ ასახავს.

საბედნიეროდ, ჩვენს საიტზე გვაქვს იმის საშუალება, რომ თავად ვადევნოთ თვალი, რამდენი ადამიანი კითხულობს სტატიებს, როგორი რეიტინგი აქვს ცნობილი სახეების ინტერვიუებს და შესაბამისად, კონკრეტულად ამ სახეებს. საიტი ძალიან ზუსტი ინდიკატორია იმისთვის, რომ გავარკვიოთ, ყველაზე მეტად რომელი პოპულარული ადამიანები აინტერესებს მკითხველს.

ამჯერად 2014 წლის 10 ყველაზე ცნობილ სახეს წარმოგიდგენთ, რომელთა შესახებაცნ reitinge.ge-ზე გამოქვეყნებულ ნებისმიერ წვრილმანს საზოგადოება დიდი ინტერესით ეცნობოდა.

მაკა ზამბახიძე - ერთი შეხედვით, მისი პერსონა ყოველგვარ სკანდალს მოკლებულია, რადგან ''იურმალაზე'' გამარჯვების შემდეგ გათხოვდა, მეუღლესთან ერთად მშვიდად ცხოვრობდა და რატისთან დუეტში მღეროდა, მაგრამ ეს წელი მისთვის რთული აღმოჩნდა. ჯერ დუეტი ''ჯორჯია'' დაიშალა, შემდეგ კი არაერთხელ გავრცელდა ჭორი მეუღლესთან დაშორების შესახებ, თუმცა, საბედნიეროდ, წყვილი ერთად ცხოვრობს.

ია ფარულავა - ყველა სეზონზე პოპულარულია და როდესაც ფიქრობ, რომ შეიძლება, მასზე სიახლეების კითხვა მკითხველს მოჰბეზრდეს, თითქოს დაგეგმილად ისეთი რაღაც ხდება მსახიობის ცხოვრებაში, რომ ჩრდილში არასოდეს რჩება და თავიდან იწყება ტალღა, რომელსაც ხშირად თავად ია ფარულავაც აგორებს.

ნუნუკა თამაზაშვილი – პირველი ლედი მაკა ჩიჩუაა, მაგრამ პოპულარობით პრემიერის მეუღლემ ამ წელს ნამდვილად გაუსწრო. შეიძლება, ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ პირველი ლედი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირად ჩნდება და ტელევიზიითაც გულახდილად საუბრობს, რასაც ვერ ვიტყვით ნუნუკაზე, მას არასოდეს მიუცია ინტერვიუ, ალბათ, ამიტომაც მის მიმართ ინტერესი დიდია. პრემიერის მეუღლე ჩაცმულობის გამო წელსაც არაერთხელ მოხვდა ყურადღების ცენტრში.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება