ბაქოში "რადიო თავისუფლების" ოფისში პროკურატურა შევიდა და მისი მუშაობა შეაჩერა

ბაქოში "რადიო თავისუფლების" ოფისში პროკურატურა შევიდა და მისი მუშაობა შეაჩერა

"რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანის ბიუროს "რადიო აზადლიგის" ცნობით, გუშინ გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა რადიოსადგურის ოფისში ჩხრეკა განახორციელეს. რადიოს ბაქოს ოფისის დირექტორის ქენან ალიევის განცხადებით, პროკურატურის სულ მცირე ათი თანამშრომელი პოლიციელებთან ერთად ოფისში შეიჭრა და განაცხადა, რომ ოფისის დახურვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ჰქონდათ.

"მათ წარმოადგინეს ჩხრეკის ორდერი. რადიოს შიდა ტელეფონები და ინტერნეტი გათიშულია. რადიოს თანამშრომლებს ეკრძალებათ საკუთარ სამუშაო კომპიუტერებთან მიახლოება", - ნათქვამია რადიოს საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის ჩხრეკა დასრულებულია, წაღებულია კომპიუტერები, ოფისი კი დალუქულია. რადიო "თავისუფლების" ბიუროს თანამშრომლებს ოფისის დატოვება და მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვეს. ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები რადიოსადგურში მიმდინარეობს როგორც არაკომერციული რადიოს საქმიანობის ფარგლებში, ვინაიდან ის უცხოეთიდან ფინანსდება.

ცნობილია, რომ დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანში დააპატიმრეს რადიო "თავისუფლების" აზერბაიჯანის ბიუროს რეპორტიორი ხადიჯა ისმაილოვა, რომელიც ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებზე რამდენიმე პუბლიკაცია გამოაქვეყნა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა