აღმოსავლეთ უკრაინაში ტყვეების გაცვლა მოხდა

აღმოსავლეთ უკრაინაში ტყვეების გაცვლა მოხდა

აღმოსავლეთ უკრაინაში "ბოევიკებმა" 146 ტყვე გაათავისუფლეს, დანარჩენ ოთხ ტყვეს კი დღეს გაათავისუფლებენ. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელმა ძალოვანებმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებს 222 ტყვე გადასცეს, რის სანაცვლოდაც "ბოევიკებმა" დაკავებული 146 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლეს. "უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, უკრაინის უშიშროების სამსახურის მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული ტყვეობიდან გათავისუფლებულია 1 497 სამხედრო. თავის მხრივ, უკრაინამ ტყვეობიდან გაათავისუფლა 539 "ბოევიკი". უკრაინული მედიის ცნობით, ტყვეების გაცვლა დონეცკის ოლქში, იასინოვატის ბლოკპოსტზე მოხდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა