ოდესაში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ოდესაში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ერთი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ ოდესაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცს ხელბარგი თავად გადაჰქონდა, რომელშიც სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა ამ დრომდე არ არის დაზუსტებული. აფეთქების შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. დაზიანდა ახლომდებარე საცხოვრებელი სახლების ფანჯრები და აივნები.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა