შვედეთში 2015 წლის მარტში დაგეგმილი ვადამდელი არჩევნები გაუქმდა

შვედეთში 2015 წლის მარტში დაგეგმილი ვადამდელი არჩევნები გაუქმდა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევენმა ქვეყანაში 2015 წლის მარტში დაგეგმილი ვადამდელი არჩევნები გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. სტეფან ლევენის განცხადებით, მემარჯვენე და ცენტრისტ საპარლამენტო ფრაქციებს შორის ბიუჯეტთან დაკავშირებული ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რაც მთავრობას მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

შვედეთში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ბიუჯეტის ჩავარდნას მოჰყვა. მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, რიკსდაგში 182-მა პარლამენტარმა მხარი დაუჭირა ოპოზიციური, მემარჯვენე ბლოკის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს. სოციალ-დემოკრატებისა და "მწვანეების" მიერ შეთავაზებულ ბიუჯეტს კი 153-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა