მალაიზიური ავიალაინერი რადარებიდან გაუჩინარდა - მას 2 ვერტმფრენი და 6 გემი ეძებს

მალაიზიური ავიალაინერი რადარებიდან გაუჩინარდა - მას 2 ვერტმფრენი და 6 გემი ეძებს

ინდონეზიის ხელისუფლებამ ავიაკომპანია Air Asia –ის დაკარგული თვითმფრინავის მოსაძებნად თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და 6 გემი გააგზავნა.

როგორც უცხოური მედია წერს, ინდონეზიის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლები ინდონეზიის კუნძულებისენ: ბანგკა და ბელიტუნგი გაემგზავრნენ, სადაც რადარებიდან ავიალაინერი დაიკარგა.

"ჩვენ ჯერ ამ ტერიტორიებს შევამოწმებთ, ხოლო როდესაც ობიექტს აღმოვაჩენთ, დავუკავშირდებით სამძებრო-სამაშველო სამსახურს. ჩვენ სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ თვითმფრინავი შესაძლოა ამ ტერიტორიებზე, ოკეანეში იყოს ჩავარდნილი", - განაცხადა ინდონეზიის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, ჰადი ტჯადჯანტომ.

ინდონეზიას სამძებრო სამუშაოებში დახმარება სინგაპურის, მალაიზიისა და ავსტრალიის ხელისუფლებებმა შესთავაზეს.

მალაიზიური ავიაკომპანია "ეარ აზიას" თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურისკენ მიფრინავდა, რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავში 162 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან 155 მგზავრია, ხოლო შვიდი - თვითმფრინავის ეკიპაჟი.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ლაინერთან კავშირი გაწყდა, თვითმფრინავი ოკეანის თავზე იმყოფებოდა. მგზავრებს შორის სამი სამხრეთ კორეელია, ერთი ბრიტანეთის მოქალაქე, ერთი მალაზიაში და ერთი სინგაპურში მცხოვრები, დანარჩენები კი ინდონეზიის მოქალაქეები არიან.

ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტრო ამ ეტაპზე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც ზოგიერთ მედისაშუალებაში გავრცელდა, თითქოს ლაინერმა კატასტროფა განიცადა. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე დარწმუნებით ვერაფერს იტყვიან, გარდა იმისა, რომ თვითმფრინავის ბორტთან კავშირი დაკარგულია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა