ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტრო Air Asia–ის იძულებითი დაშვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს

ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტრო Air Asia–ის იძულებითი დაშვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს

ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტრო ამოწმებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დილით დაკარგულმა , მალაიზიური ავიაკომპანიის "Air Asia" ავიალაინერმა, იძულებითი დაშვება ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში, იავანის ზღვაზე მდებარე კუნძულ ბელიტუნგზე განახორციელა.

როგორც უცხოური მედია წერს, ტრანსპორტის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას ამ ეტაპზე არც უარყოფს და არც ადასტურებს.

"ჩვენ, ჯაკარტაში მდებარე კრიზისულ ცენტრში ასეთი ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია. სავარაუდოდ, ეს შეიტყვეს ჩვენმა კოლეგებმა სურაბაიში. ჩვენ ამ ინფორმაციას ვამოწმებთ", - აცხადებენ ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროში.

ადგილობრივმა პორტალმა, Detic.com გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავის ბორტზე მყოფი პირის ერთ-ერთმა ახლობელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინება, სადაც ნათქვამია, რომ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ცოცხალია და თვითმფრინავმა იძულებითი დაშვება განახორციელა.

მალაიზიური ავიაკომპანია "ეარ აზიას" თვითმფრინავი, რომელიც რადარებიდან გაუჩინარდა, ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურისკენ მიფრინავდა. თვითმფრინავში 162 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან 155 მგზავრია, ხოლო შვიდი - თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრი. მგზავრებს შორის 16 ბავშვია, მათ შორის ერთი ჩვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ლაინერთან კავშირი გაწყდა, თვითმფრინავი ოკეანის თავზე იმყოფებოდა.

მგზავრებს შორის სამი სამხრეთ კორეელია, ერთ ბრიტანეთის მოქალაქე, ერთი მალაზიაში და ერთი სინგაპურში მცხოვრები, დანარჩენები კი ინდონეზიის მოქალაქეები არიან.

აღსანიშავია, რომ 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების ორმა თვითმფრინავმა განიცადა კატასტროფა. კერძოდ, კომპანია Malaysia Airlines-ის ერთი ბოინგი მიმდინარე წლის 8 მარტს ინდოეთის ოკეანის თავზე გაუჩინარდა და დღემდე მის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ არსებობს. ამავე კომპანიის მეორე ავიალაინერი 17 ივლისს, დონბასთან ჩამოაგდეს, რასაც 537 ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა