სოფო ნიჟარაძე საქართველოში დაბრუნდა - ვისთან ერთად შეხვდება ახალ წელს მომღერალი

სოფო ნიჟარაძე საქართველოში დაბრუნდა - ვისთან ერთად შეხვდება ახალ წელს მომღერალი

სოფო ნიჟარაძე საქართველოში დაბრუნდა, - ამის შესახებ მომღერლის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, სადაც სოფო ნიჟარაძემ საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით "Back home", რასაც მისი თაყვანისმცემლები დიდი სიხარულით შეხვდნენ.

მომღერალი ახალ წელს საქართველოში, ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდება და სცენაზეც დადგება. ის "რუსთავი 2"-ის საახალწლო კონცერტში იღებს მონაწილეობას, რომელიც ფილარმონიაში ჩატარდება. ცნობილია, რომ  კონცერტზე ნიკოლოზ რაჭველი დაუკრავს, საღამოს კი "რუსთავი 2"-ის სახეები წაიყვანენ.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სოფო ნიჟარაძე საქართველოში დიდხანს დარჩება და მას მაყურებელი სავარაუდოდ, "X ფაქტორის" ჟიურის შემადგენლობაში იხილავს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება