რატომ ეხუტება ორსული ქეთა თოფურია მსახიობს?

რატომ ეხუტება ორსული ქეთა თოფურია მსახიობს?

მას მერე, რაც რუსეთში წავიდა კარიერის გასაგრძელებლად და მართლაც სერიოზული წინსვლა აქვს, ლამის დღე არ გავა, ქეთაზე მორიგი ახალი ამბავი არ გავიგოთ. ეს არის ვარსკვლავი, დაუდგრომელი შემოქმედებითად თუ ცხოვრების წესით, რომელიც თავის მხიარულ და, როგორც ბევრი ამბობს, გიჟმაჟურ ხასიათს სხვებსაც სდებს და ჟურნალისტებისა და პაპარაცების საყვარელი ''ლუკმაა''.

რაც გათხოვდა, სულ ვრცელდებოდა ჭორები მისი ორსულობის შესახებ. ქეთა ამ ჭორებს აქტიურად უარყოფდა და ამბობდა, მინდა ბავშვი, მაგრამ ორსულად არ ვარო. ახლა კი დადასტურდა, რომ ''ა-სტუდიოს'' ქართველი სოლისტი მართლაც ფეხმძიმედაა და 2015 წლის გაზაფხულის ბოლოს შვილი ეყოლება.

ეს ამბავი ჟურნალისტებთან ქეთას ქართველმა მეგობარმა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა ალეკო არჩვაძემ დაადასტურა: ''ქეთა მართლა ორსულადაა, მე თვე-ნახევრის წინ გავიგე ამის შესახებ. ყველა ბედნიერია, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, წყვილი - ქეთი და ლევი. ღმერთმა ჯანმრთელი შვილი მისცეთ''.

ქეთასთვის ეს პირველი შვილი იქნება, მისი ქმრისთვის კი - მეორე. მომღერალთან ქორწინებამდე ბიზნესმენს ცოლიც ჰყავდა და ქალიშვილი სონიაც, რომელიც, სხვათა შორის, ცნობილ დედინაცვალთან ძალიან მეგობრობს.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ქეთამ თქვა: ''იდეალურ სიტუაციაში სამი შვილი მინდა, თუმცა ჯერ ერთი უნდა გავაჩინო. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გოგონაზე, მაგრამ ქმარმა იმდენი რამ მითხრა იმაზე, თუ რა მაგარია ბიჭის ყოლა, თავადაც მომინდა ბიჭი. მგონია, ბიჭს გოგოზე უკეთ გავზრდი. მე ცოტა ბიჭური ხასიათი მაქვს, ხისტი ვარ''.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება