ბარაკ ობამა - რაც პუტინმა გააკეთა, არც ისე ჭკვიანური იყო

ბარაკ ობამა - რაც პუტინმა გააკეთა, არც ისე ჭკვიანური იყო

ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ყირიმის ანექსიით, რაც არ იყო ჭკვიანური ნაბიჯი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ NPR-თან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ვაშინგტონში ყველა დარწმუნებული იყო, რომ პრეზიდენტი პუტინი გენიოსი იყო, რომელმაც სტრატეგიულად აჯობა დასავლეთს."დღეს კი, მინიმუმ რუსეთს მიღმა, შესაძლოა ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ის, რაც პუტინმა გააკეთა, არც ისე ჭკვიანური იყო", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სანქციების შემოღებით მოსკოვი განსაკუთრებულად დამოკიდებული გახდა მსოფლიო ბაზარზე ფასების ვარდნაზე."რუსეთთან შედარებით დიდი უპირატესობა გვაქვს დინამიური, ცოცხალი ეკონომიკით, რაც რუსეთს არ გააჩნია. რუსეთი მხოლოდ ნავთობზეა დამოკიდებული", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა