2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ქორწილები

2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ქორწილები

2014 წელი მრავალი ვარსკვლავისთვის და მათი თაყვანისმცემლებისთვის დასამახსოვრებელი იმითაც იყო, რომ რამდენიმე მათგანმა ქორწინება დაარეგისტრირა.

ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი ბერბიჭა ჯორჯ ქლუნი, როგორც იქნა, 27 სექტემბერს დაქორწინდა. საქორწინო ცერემონია გასაიდუმლოებული იყო და ვენეციაში გაიმართა. მისი რჩეული ადვოკატი ამალ ალამუდინი გახდა.

ამერიკელი მსახიობი ჯოდი ფოსტერი აპრილში დაქორწინდა ფოტოგრაფ ალექსანდრა ჰედისონზე. ოფიციალურად საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ფოსტერმა 2013 წლის ”ოქროს გლობუსის” ცერემონიაზე გაამხილა.

ჰოლივუდის სექს სიმბოლო სკარლეტ იოჰანსონი პირველ ოქტომბერს ჟურნალისტ რომენ დორიაკს გაყვა ცოლად და მისგან ბავშვიც გააჩინა. ყველაზე დიდი მოლოდინი ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ქორწილის ირგვლივ იყო, რომლებიც შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 23 აგვისტოს საფრანგეთში შეუღლდნენ. 24 მაისს რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი მესამედ გათხოვდა. მისი მეუღლე პოპულარული ამერიკელი რეპრი კანიე უესტი გახდა. ივლისში ბრიტანელი მსახიობი ტომ ჰარდი მსახიობ შარლოტა რაილიზე დაქორწინდა. თებერვალში ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და ფოტომოდელი ლეიტონ მისტერი მსახიობ ადამ ბროდის გაყვა ცოლად. მომზადებულია fishki.net-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება