საბერძნეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა

საბერძნეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა

საბერძნეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა. AFP-ის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა, კაროლოს პაპულიასმა ხელი მოაწერა ქვეყნის პარლამენტის დათხოვნასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ბრძანებას.

არსებული ინფორმაციით, საბერძნეთში ვადამდელი არჩევნები 2015 წლის 25 იანვარს გაიმართება.

საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტი არჩევნების ჩატარება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტი ვერ აირჩია.

საბერძნეთის მოქმედ პრეზიდენტს, 85 წლის კაროლოს პაპულიასს პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილება 2015 წლის 31 მარტს ეწურება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა