მთვრალი დებოშები, ჩხუბი და სხვა გამოხტომები - გასული წლის ვარსკვლავური მარცხები

მთვრალი დებოშები, ჩხუბი და სხვა გამოხტომები - გასული წლის ვარსკვლავური მარცხები

კანონთან პრობლემები, მთვრალი დებოშები, ჩხუბი და ვარსკვლავთა სხვა გამოხტომები, რომლებმაც მათ სერიოზულად შეულახა რეპუტაცია - გასულ წელს ბევრი ასეთი შემთხვევა გვახსოვს, თუმცა ამჯერად ყველაზე ''გამორჩეულები''გავიხსენოთ.

2014 წლის პირველი სკანდალი 35 წლის მსახიობის ჯეიმს ფრანკოს მონაწილეობით გახლდათ მისი მიმოწერა არასრულწლოვან თაყვანისმცემელთან. ფრანკოს თაყვანისმცემელმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლითაც მსახიობის ყურადღება მიიპყრო. ამის შემდეგ ჯეიმსმა მისწერა, ჰყავდა თუ არა ბოიფრენდი და რა ხანს დაყოფდა ქალაქში.

მსახიობი ლუსი კლოდის ასაკმა - 17-მა წელმაც, ვერ შეაჩერა. დიდხანს დაჟინებით სთხოვდა კერძო შეხვედრას სასტუმროში, რამაც გოგონა დააეჭვა. ლუსიმ არა მხოლოდ უარი უთხრა, არამედ მისი გზავნილი ინტერნეტში გამოაქვეყნა. ჯეიმსს მაშინვე დაესხნენ თავს კრიტიკით და არასრულწლოვნების გარყვნილების ბრალდებით. ''ძალიან მრცხვენია, რომ სოციალური ქსელის მახეში გავები - არასდროს იცი, ვინ გიპასუხებს. მივიღე ჩემი სასჯელი და გაკვეთილიც გავიაზრე'', - ამბობდა ფრანკო. თუმცა ამით არ დამთავრებულა - ამის მერე მისი შიშველი ფოტო გამოქვეყნდა, სააბაზანოში გადაღებული. მსახიობი ამბობდა, ვიხუმრეო, თუმცა როცა ბევრმა დასცინა, ფოტო თავისი გვერდიდან მოხსნა. ფრანკო ამაზეც არ გაჩერდა და ლანა დელ რეის კონცერტზე ფოტოგრაფს ეცა საცემრად. ამჯერად თავის საქციელზე არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია.

ჯასტინ ბიბერმა რით აღარ ''გამოიჩინა''თავი გასულ წელს - მთვრალი მართავდა მანქანას, ნარკოტიკების მოხმარებაში ამხილეს, ცუდი ქცევისთვის აშშ-იდან დეპორტაციითაც კი ემუქრებოდნენ. 21 წლის ბიბერისთვის 2014 წელი იყო არა მხოლოდ ნაყოფიერი, არამედ სკანდალურიც. 30 წლამდე მუსიკოსებს შორის ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდა, მრავალი პრესტიჟული პრემია მიიღო, თუმცა რაც შეეხება მის ქცევებს, კრიტიკას ვერ უძლებდა. წელიწადი დაპატიმრებით დაიწყო - სიჩქარის გადაჭარბებისთვის გააჩერეს და ალკოჰოლზე ტესტი ვერ გაიარა. მერე აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო - სასამართლომ 2500 დოლარით დააჯარიმა. ამის მერე მარიხუანის მოხმარებაში გახლდათ ეჭვმიტანილი - მისი თვითმფრინავი ამის გამო გააჩერეს კიდეც გარკვეულ ხანს. წლის ბოლოს კი არგენტინის ხელისუფლებამ გაუხსენა ერთი წლის წინანდელი სკანდალი, როდესაც ფოტოგრაფს დაესხა თავს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება