რომელი ფილმებით ხვდებიან შობა-ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში

რომელი ფილმებით ხვდებიან შობა-ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში

ახალი წლის პირველ დღეებში ადამიანები ცდილობენ სატელევიზიო ეკრანების წინ მოიკალათონ და საახალწლო ფილმების მეშვეობით სადღესასწაულო განწყობა შეიქმნან. საქართველოში ახალი წელი ალბათ, წარმოუდგენელია "ბედის ირონიისა" და "მარტო სახლშის" გარეშე. მოდით ვნახოთ, რომელიც ფილმებით ხვდებიან ახალი წლის დღეებს სხვადასხვა ქვეყნებში.

აშშ- Home Alone (1990)

ამერიკული ოჯახი ახალი წლის შესახვედრად ჩიკაგოდან ევროპაში აპირებს ჩასვლას. სიჩქარეში მშობლებს სახლში ერთ-ერთი შვილი რჩებათ. მიუხედავად ამისა, სახლში მარტო დარჩენილი ბავშვი გონიერების საოცარ უნარს ავლენს და როდესაც სახლში ნამდვილი მძარცველები შეიპარებიან, ისინი არაერთხელ ინანებენ პატარასთან შეხვედრას.

საფრანგეთი - Le Père Noël Est Une Ordure (1982)

ფილმის ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, თითქოს, მთელი საფრანგეთის შეშლილებმა ახალი წლის ერთად შეხვედრა გადაწყვიტეს. პიერი და ტერეზა ნდობის ტელეფონის ოპერატორები არიან, ჟოზეტა გარეუბანში მცხოვრები ჭკუამხიარული ქალია, ხოლო მისი მეგობარი ფელიქსი პარიზის ქუჩებში თოვლის ბაბუად მუშაობს. გარდა ამისა, ყველა, ვინც კადრში მოხვდება, ამართლებს აბზაცის პირველ წინადადებას.

დიდი ბრიტანეთი - Love Actually (2003)

სიყვარული - დაუვიწყარი, მიუწვდომელი, მოულოდნელი, ამოუხსნელია. სიყვარული ჭეშმარიტად მართავს ყველას და ყველაფერს ჩვენს გარშემო. პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, რომელსაც საკუთარი აპარატის თანამშრომელი შეუყვარდება და მწერლით დამთავრებული, რომელიც საფრანგეთის სამხრეთში გაემგზავრება, რათა გატეხილი გული გაიმრთელოს.

იტალია - The Christmas That Almost Wasn't (1966)

შობის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, სემ უიპლის სანტა კლაუსი ესტუმრება, რომელიც შეახსენებს, რომ ბავშვობაში მან სანტას წერილი მისწერა, სადაც მადლობას უხდიდა საჩუქრების გამო და პირობა მისცა, თუკი ოდესმე თოვლის ბაბუას მისი დახმარება დასჭირდებოდა, იგი ყველაფერს იღონებდა. საქმე კი ის იყო, რომ მოხუცი ფინეას პრინი, რომელსაც ჩრდილოეთ პოლუსი ეკუთვნის, სანტას მისი საცხოვრებელი სახლისა და საჩუქარების მწარმოებელი ქარხნის იჯარის გადახდას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მფლობელი, მისი ოჯახის წევრებისა და ელფების გასახლებითა და სათამაშოების ქარხნის წართმევით ემუქრება. სანტამ და სემმა უნდა იპოვონ გამოსავალი, რათა შობა გადაარჩინონ.

ფინეთი - Rare Exports: A Christmas Tale (2010)

ეს არის ფილმი ყველასათვის, ვინც ფიქრობს, რომ არ სჯერა თოვლის ბაბუის არსებობის. ლაპლანდიის დათოვლილი მთების მახლობლად, 486 მეტრის სიღრმეზე მნიშვნელოვანი აღმოაჩენა გააკეთეს. ახლა დროა, აღმოჩენის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყოს.

გერმანია - Der 90. Geburtstag oder Dinner for One (1963)

მოხუც ქალს სურს, საკუთარ მეგობრებთან ერთად ივახშმოს საშობაოდ, მაგრამ იმის გამო, რომ ყველა მათგანი უკვე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, მის მსახურს უწევს თითოეული მეგობარის განსახიერება...

ნორვეგია - Journey to the Christmas Star (2012)

პატარა პრინცესა გიულტოპს ძალიან უნდოდა საშობაო ვარსკვლავის პოვნა, რის გამოც, მშობლებისგან მალულად სახლიდან გაიპარება. სიტუაციით სარგებლობას ბოროტი გრაფი გადაწყვეტს, რომელიც ტახტის მოპოვების მიზნით, ყველა შასაძლო ღონეს ხმარობს, რომ პრინცესა დაიღუპოს. დედოფალი ცდილობს იპოვოს საკუთარი შვილი, მაგრამ ძიების დროს თვითონაც იკარგება. მეფე მიხვდება, რომ მეუღლისა და შვილის დაბრუნებას მხოლოდ საშობაო ვარსკვლავის პოვნით მოახერხებს. თუმცა, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, პრინცესა გადარჩება. მას მოხეტიალე მუსიკოსების ჯგუფი გადაარჩენს. მრავალი თავგადასავლის შემდეგ, ტყის ფერიების და კეთილი სულების დახმარებით, ოჯახის წევრები ერთმანეთს მაინც შეხვდებიან.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება