ახალ წელს მომღელებს ხომ მართლა "ახალი წელი" აქვთ ხოლმე, რადგანაც მთელ ღამეს გადარბენაზე უწევთ ყოფნა, დღესასწაულს სიმღერა-სიმღერით აღნიშნავენ. მოკლედ, ეს პერიოდი მათთვის აქტიური სამუშაო დროა და ყველაფერი ცენტარლური საახალწლო კონცერტით იწყება, იქ იკრიბებიან და შემდეგ კი სხვადასხვა მიმართულებით იშლებიან.
ასევე დაგაინტერესებთ| სად, როგორ და ვისთან ერთად შეხვდნენ ცნობილები ახალ 2015 წელს
მაგრამ იმის გამო, რომ წელს, ცენტრალურ საახალწლო კონცერტზე, რომლის ორგანიზატორები თბილისის მერია და კულტურის სამინისტრო იყო, ჩვენი მომღერლებიდან ყველა ვერ მოხვდა, ამიტომ, გარკვეული ნაწილი სახლში, საკუთარ ოჯახებში შეხვდა 2015 წელს.
ასევე დაგაინტერესებთ| ნანუკა ჟორჟოლიანის ევროპული ახალი წელი და ძვირფასი საჩუქარი სანტასგან
აი, რას წერდა სტეფანე მღერბრიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვრდზე:
"ბავშვობის მერე პირველად შევხვდი ახალ წელს სახლში... ლურჯი ფერიც მეცვა, მაგრამ მხოლოდ სამი წუთი შემერგო და ეგრევე რუსთავში გავვარდი, Happy New Year!!!"
დრო მართლაც იცვლება, თუ წლების განმავლობაში სტეფანე თავად იყო ხოლმე საახალწლო კონცერტების ორგანიზატორი და თავად უწევდა ამ ღონისძიებაზე მომღელების მიწვევა, წელს ცენტარალურ კონცერტზე, რიყეზე არ უმღრია... იქ არც მომღერალი ლელა წურწუმია გამოსულა და პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა საოჯახო სელფთან ერთად, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ასეთი რამ დაწერა; "ახალი წელი ოჯახში პირველად ერთად"...
ლელას და სტეფანეს მაინც მოუხდათ ამა თუ იმ კონცერტზე მოგვიანებით გამოსვლა, მაგრამ ახალ წელს რომ წელს შინ შეხვდნენ, ეს ფაქტია.
ლალი ფაცია