ბუდაპეშტში პრემიერ-მინისტრის რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა გააპროტესტეს

ბუდაპეშტში პრემიერ-მინისტრის რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა გააპროტესტეს

უნგრეთის დედაქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. "ევრონიუსის" ინფორმაციით, ბუდაპეშტში გამართულ აქციაში ათასობით უნგრელმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ურბანის საქმიანობას და რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას აპროტესტებენ. უნგრელთა უკმაყოფილების მიზეზი ასევე ქვეყანაში არსებული უმუშევრობა და დემოკრატია იყო. "ვშიშობთ, არ დაბრუნდეს ცენტრალიზაცია, რომელიც კომუნისტური რეჟიმის დროს იყო", - აღნიშნა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა. უცხოურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, აქციაში მონაწილეობა 5 ათასამდე ადამიანმა მიიღო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა