10 ნაკლებად რეიტინგული ქართველი ვარსკვლავი - reitingi.ge-ს მიხედვით

10 ნაკლებად რეიტინგული ქართველი ვარსკვლავი - reitingi.ge-ს მიხედვით

გასულ კვირას, ''რეიტინგის'' მორიგ ნომერში 10 ყველაზე პოპულარული სახე გამოვავლინეთ, რომელთა შესახებაც სიახლეები მთელი წლის განმავლობაში საიტზე ყველაზე კარგად იკითხებოდა.

ჩვენ გვაქვს უნიკალური საშუალება, ყოველდღიურად ვადევნოთ თვალი ვარსკვლავების რეიტინგებს და გასული ნომრისგან განსხვავებით, ამჯერად ყველაზე ''გაცვეთილ'' სახეებს წარმოგიდგენთ.

მართალია, მათ ყველა იცნობს, ხშირად იწვევენ სატელევიზიო გადაცემებში და ჟურნალების გარეკანზეც ხვდებიან, მაგრამ 2014 წელს, როგორც ჩანს, არ გაუმართლათ და ხალხის ინტერესი წლის ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს.

10. მაია დარსმელიძე - წელს განსაკუთრებულად გამოირჩეოდა სოციალურ ქსელში სკანდალური სტატუსებით და ბილწსიტყვაობით. თავიდან კარგად დაიწყო, ხალხი აჰყვა და როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კომენტარებით რეკორდს ხსნიდა, მაგრამ მალე მოჰბეზრდათ და მომღერლის სტატუსების მკითხველები საიტზე თანდათან შემცირდა.

9. ლევან სუხიტაშვილი - 2014 წელი მისთვის პროდუქტიული აღმოჩნდა. ''ჩემი ცოლის დაქალებში'' როლი მიიღო და საზოგადოებას თავი შეახსენა, მაგრამ, როგორც ჩანს, დაოჯახებული სუხიტაშვილი ხალხისთვის იმდენად საინტერესო აღარ აღმოჩნდა.

8. ქართლოს ნატროშვილი - მიხეილ სააკაშვილის პაროდია ყველაზე კარგად გამოსდის და მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში ორიოდ წელია, აღარ გამოჩენილა, ნატროშვილი უსაქმურად მაინც არ დარჩენილა. სააკაშვილის პაროდიით ეთერში კვირაში ერთხელ მაინც ჩნდება, მაგრამ ეტყობა, აქტუალურობისთვის მხოლოდ პაროდია არ კმარა.

7. ოთო ნემსაძე - ალბათ, ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს, რადგან წელს დაოჯახდა და მუსიკალური კონკურსი ''ბრავო'' მოიგო, მაგრამ მის შესახებ დაწერილმა სიახლეებმა მკითხველი ვერ დააინტერესა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება