ავსტრალიაში რეკორდულმა სიცხეებმა ტყის ხანძრები გამოიწვია. უკვე რამდენიმე დღეა ასობით მეხანძრე და 15 ვერტმფრენი ტყის ხანძრებს ებრძვის.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვიქტორიის შტატში უკვე დამწვარია ორი ათასი ჰექტარი ტყე. ვითარებას ქარი ართულებს, რომელიც მეხანძრეებსა და ვერტმფრენებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს.
ბოლო ინფორმაციით, ავსტრალიის აღნიშნულ შტატში ჰაერის ტემპერატურა + 46 გრადუსს შეადგენს. ტყის ხანძრები, ამ დროისთვის, კონტროლს აღარ ექვემდებარება.