ავღანეთის პრეზიდენტი - ავღანეთიდან ჯარების გაყვანის საბოლოო ვადა უნდა გადაიხედოს

ავღანეთის პრეზიდენტი - ავღანეთიდან ჯარების გაყვანის საბოლოო ვადა უნდა გადაიხედოს

ავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ განის განცხადებით, ავღანეთიდან აშშ-სა და კოალიციის ძალების სამხედროების გაყვანა ორი წლის შემდეგ, შესაძლოა გადაიხედოს. ამის შესახებ ავღანეთის პრეზიდენტმა ამერიკული ტელეკომპანია CBS-ის ეთერში განაცხადა. აშრაფ განის განცხადებით, ავღანეთის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის საბოლოო ვადები დოგმა არ უნდა გახდეს.

"თუ ორივე მხარემ ან ამ შემთხვევაში, რამდენიმე პარტნიორმა ძალისხმევა არ დაიშურა მიზნის მისაღწევად და საკმაოდ რეალური პროგრესი მივიღეთ, მაშინ უნდა არსებობდეს იმის სურვილიც, რომ გადაიხედოს ჯარების გაყვანის საბოლოო ვადა", - განაცხადა აშრაფ განიმ ამერიკული ტელეკომპანიის ეთერში. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთის ტერიტორიიდან ამერიკელი სამხედროების 2016 წლის ბოლოს გამოყვანის პირობა დადო, რის შემდეგაც ავღანეთში უსაფრთხოებას ადგილობრივი ძალები უზრუნველყოფენ.

ავღანეთში 13-წლიანი სამხედრო ოპერაციის განმავლობაში კოალიციის ძალები 50 ქვეყნის 130 ათასი სამხედრო მოსამსახურისგან შედგებოდა. გასული წლის დეკემბერში ავღანეთში სამშვიდობო მისია ფორმალურად დასრულდა, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ რჩება საერთაშორისო ძალების 13 ათასამდე სამხედრო, რომელთაგან უმრავლესობა ამერიკელები არიან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა