ვინ არის ქალი, რომელმაც ანრი ჯოხაძე მოხიბლა

ვინ არის ქალი, რომელმაც ანრი ჯოხაძე მოხიბლა

ევა რივასის შესახებ რა ხანია, ლაპარაკობენ - მას მერე, რაც ლამაზმანი ანრი ჯოხაძის ცხოვრებაში გამოჩნდა. აქამდე ანრის სახელს არაერთ ქალბატონს უკავშირებდნენ, თუმცა ასე სერიოზულად - არც ერთს. ხოლო მას მერე, რაც ანრიმ ამ გოგონასთან ერთად კლიპიც გადაიღო, მერე კი''პროფილის'' ეთერში გამოჩნდა, ხმები მათი ურთიერთობის შესახებ კიდევ უფრო გახშირდა.

ამ გადაცემის შემდეგ მომღერლის თაყვანისმცემელი გოგონები ერთხმად ალაპარაკდნენ, რომ ანრი აშკარად ძალიან მოხიბლული და''სხვანაირია'', ხოლო ქართველი მამაკაცების დიდი ნაწილი ევა რივასის სექსუალურმა ფორმებმა მოხიბლა. საინტერესოა, ვინ არის ეს მშვენიერი ქალბატონი, რომელმაც ქართველი მომღერლის გული თუ არ დაიპყრო, მისი მუზა ნამდვილად გახდა.

ევა რივასი რუსეთშია დაბადებული, როსტოვში, 1987 წლის 13 ივლისს. მისი ნამდვილი სახელია ვალერია რეშეტნიკოვა-ცატურიანი. მამა რუსი ჰყავს, დედა - სომეხი. ევას ფსევდონიმი მისი დიდი ბებიის გვარი ყოფილა, რომელიც ბერძენი იყო. გარკვეული წლები რუსეთში აქვს გატარებული და ამიტომაც ამბობენ ხოლმე, რომ ის ჩვეულებრივ სომეხ შემსრულებელ ქალებზე მეტად თამამი და თავისუფალია. ეს არაერთხელ დაადასტურა თუ მამაკაცების ჟურნალ ''მაქსიმისთვის'' გადაღებულ ფოტოსესიებში და თუ სომხურ ''ახალ ხმაზე'' ჟიურის ამპლუაში - მისი სექსუალური ფეხის ფეხზე გადადება ''ძირითადი ინსტინქტიდან'' ჟესტს შეადარეს, ხოლო ღილაკზე ფეხით დაჭერა მართალია, კაილი მინოუგსაც სჩვევია, მაგრამ მაინც საინტერესო გამოდგა მაყურებლისთვის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება