ბერლინში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა გაიმართა

ბერლინში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა გაიმართა

ბერლინში "ნორმანდიული შეხვედრის" მონაწილეთა შეკრება დასრულდა, რომელშიც რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის დიპლომატები მონაწილეობდნენ. რუსული სააგენტოები დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სხვა საკითხებთან ერთად მინსკის შეთანხმებები და მაღალ დონეზე გასამართი შეხვედრის დაგეგმვის საკითხი განიხილებოდა. დღევანდელი შეხვედრა სამუშაო ხასიათს ატარებდა. სააგენტოების წყაროები აღნიშნავენ, რომ მომავალი შეხვედრების კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა.

ამასთან, უკრაინული სააგენტოები, ასევე დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ უკრაინის საკითხზე მაღალი რანგის შეხვედრა შესაძლოა, 8-9 იანვარს გაიმართოს, რომელზეც ერთმანეთს ამ ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა