დრეზდენში ევროპის ისლამიზაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

დრეზდენში ევროპის ისლამიზაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

გერმანიის ქალაქ დრეზდენში 18 ათასი ადამიანი შეიკრიბა ევროპის ისლამიზაციის გასაპროტესტებლად. "ბიბისის" ინფორმაციით, ანტიისლამური მსვლელობები გაიმართა ბერლინში, კიოლნსა და შტუტგარტში. გერმანიის დედაქალაქში მოძრაობა "პატრიოტი ევროპელები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ" (PEGIDA) აქცია ხუთი ათასამდე ადამიანმა გააპროტესტა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, საერთო ჯამში, PEGIDA-ს წინააღმდეგ გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში 22 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. PEGIDA-ს აქციები საახალწლო მიმართვაში დაგმო გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელმაც მოძრაობის ლიდერების ქმედებებს უგულო და ძალადობრივი უწოდა. გერმანული ჟურნალ შტერნ-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვით, რვიდან ერთი გერმანელი მზად არის შეუერთდეს PEGIDA-ს გამოსვლებს რადიკალური ისლამის წინააღმდეგ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა