მერი გვასალიას ჩაშლილი ნომერი ''ნიჭიერში'' - ''მანქანა კვამლში არ უნდა გახვეულიყო...''

მერი გვასალიას ჩაშლილი ნომერი ''ნიჭიერში'' - ''მანქანა კვამლში არ უნდა გახვეულიყო...''

''ნიჭიერის'' ნახევარფინალში მერი გვასალიას ნომერი ყველას გასაკვირად ვერ შედგა. მერი საქართველოში პირველი ლიცენზირებული ავტომრბოლელია წრიულ რბოლაში. საკუთარი მანქანა არასდროს ჰყოლია. ''ნიჭიერის'' ნახევარფინალშიც მანქანა მეგობარმა ათხოვა. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც დაგეგმილი იყო. ჟიურის წევრმა ია ფარულავამ ეჭვი გამოთქვა, რომ მერის ან გაუჩალიჩეს, ან თვალი ეცა და ნომერი იმიტომ ჩავარდა. თავად მერი არ გამორიცხავს, რომ მანქანა ნომრის შესრულების წინ მწყობრიდან გამოიყვანეს.

- მერი, რა მოხდა ''ნიჭიერში'', რატომ ვერ შეასრულე ნომერი?

- სიმართლე რომ გითხრათ, რეალურად მეც არ ვიცი, რა მოხდა. ნამდვილად არ ველოდი მანქანის გაფუჭებას. ყველანაირად გატესტილი და შემოწმებული მყავდა ამ ნომრისთვის. მანქანა რომ თხუთმეტ-ოც წუთში გაფუჭდეს, ცოტა არარეალურია. ვაპირებ, მანქანა ხელოსანთან მივიყვანო და გავარკვიო, რა დაემართა.

- რის გაკეთებას გეგმავდი?

- წესით მანქანას სამ საბურავზე უნდა ეტრიალა და მე საბურავი უნდა მომეხსნა და ახალი დამემაგრებინა. საკმაოდ ეფექტური ნომერი იქნებოდა, რომელიც მსოფლიოში არც ერთ ქალს არ გაუკეთებია. იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება