მსოფლიოში დევნილთა რაოდენობამ 2014 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

მსოფლიოში დევნილთა რაოდენობამ 2014 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

გაერო-ს დევნილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, მსოფლიოში დევნილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 2014 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გაერო-ს დევნილთა საქმეების სამმართველოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოში 46,3 მილიონი ადამიანია საკუთარი სახლიდან იძულებით განდევნილი. "2014 წელს ჩვენ დავინახეთ, რომ იმ ადამიანის რიცხვი, რომლებიც ჩვენი მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან, უპრეცედენტოდ გაიზარდა", - განაცხადა დევნილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა, ანტონიუ გუტერეშმა. დევნილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარიატი დევნილთა რაოდენობის გაზრდას ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში ომებს უკავშირებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა