საფრანგეთის პოლიციამ ჟურნალ Charlie Hebdo–ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები გაავრცელა (+ვიდეო)

საფრანგეთის პოლიციამ ჟურნალ Charlie Hebdo–ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები გაავრცელა (+ვიდეო)

საფრანგეთის პოლიციამ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები გამოაქვეყნა. უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, სამართალდამცავებმა ძებნა გამოაცხადეს ძმებ კუაშებზე – 34 წლის საიდსა და 32 წლის შერიფზე.

მესამე ეჭვმიტამილია 18 წლის ამიდ მურადი, რომელიც, ფრანგული პრესიის ცნობით, პოლიციას თავად ჩაბარდა და ამტკიცებს, რომ რედაქციაზე თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მისმა მეგობრებმა სოციალურ ქსელშიც დაწერეს, რომ რედაქციაზე თავდასხმის დროს ამიდ მურადი სკოლაში იმყოფებოდა.

7 იანვარს პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი არიან. დაღუპულია ასევე ორი პოლიციელი.

საფრანგეთის დედაქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მათ შორის - სადგურებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან და რელიგიურ ობიექტებთან.

სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა 2011 წელსაც განხორციელდა, როდესაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა