წლის პირველი შემზარავი ტერაქტის ამსახველი ფოტოები და პოლიტიკური კარიკატურები

წლის პირველი შემზარავი ტერაქტის ამსახველი ფოტოები და პოლიტიკური კარიკატურები

საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, 12 ადამიანი გარდაიცვალა [ვიდეო]. სროლა სატირული გამოცემის Charlie Hebdo-ს პარიზის ოფისში 7 იანვარს დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე და დაუყოვნებლივ უწოდა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა. ეს ყველაზე შემზარავი მასიური მკვლელობაა მას შემდეგ, რაც 1989 წელს კისტიან დორნიემ 14 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

ისლამისტი ტერორისტები აღაშფოთა წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურული ნახატის გამოქვეყნებამ, რის გამოც ჟურნალის რედაქტორი, კარიკატურის ავტორები, სხვა თანამშრომლები და ერთი პოლიციელი მოკლეს თავდასხმის დროს. ფოტოგალერეაში გთავაზობთ ტერორისტული აქტის ამსახველ ფოტოებს და პოლიტიკურ კარიკატურებს, რომლითაც ცნობილი გამოცემები Charlie Hebdo-ს თავდასხმას ეხმაურებიან.

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა