"მირჩევნია, ფეხზე მდგარი მოვკვდე, ვიდრე მუხლებზე ვიდგე და ისე ვიცოცხლო" - რედაქტორი, რომელიც ტერორისტებმა მოკლეს

"მირჩევნია, ფეხზე მდგარი მოვკვდე, ვიდრე მუხლებზე ვიდგე და ისე ვიცოცხლო" - რედაქტორი, რომელიც ტერორისტებმა მოკლეს

"მირჩევნია, ფეხზე მდგარი მოვკვდე, ვიდრე მუხლებზე ვიდგე და ისე ვიცოცხლო", - ეს სიტყვები ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქტორს, სტეფან შარბონიეს ეკუთვნის, რომელიც გუშინდელი თავდასხმის დროს დაიღუპა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, პოლიციამ წუხელ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

როგორც მანუელ ვალსმა რადიო RTL-თან საუბრისას განაცხადა, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ახლა მომდევნო თავდასხმების აღკვეთაა.

ასევე იხილეთ| წლის პირველი შემზარავი ტერაქტის ამსახველი ფოტოები და პოლიტიკური კარიკატურები

როგორც "ბიბისის" საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა განუცხადა, პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა.

CNN-ის ცნობით, საფრანგეთის პოლიციამ ასევე აღმოაჩინა თავდასხმაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, საიდ კუაშის პირადობის მოწმობა.

საფრანგეთის პოლიციამ უკვე გამოაქვეყნა ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები. უცხოური მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა ძებნა გამოაცხადეს ძმებზე - 34 წლის საიდ და 32 წლის შერიფ კუშადებზე. მესამე ეჭვმიტანილი კი 18 წლის ამიდ მურადია, რომელიც ფრანგული პრესის ცნობით, პოლიციას თავად ჩაბარდა და ამტკიცებს, რომ თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

CNN-ის ცნობით, შერიფ კუაში უკვე იყო ნასამართლევი. ის ეკუთვნოდა ჯგუფს, რომელიც ჯიჰადისტ მებრძოლებს ერაყში აგზავნიდა.

ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

"ბიბისის" ცნობით, სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

2011 წელს Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.

მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. "ბიბისის" ცნობით, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში საფრანგეთში ეს ეროვნული გლოვის მეხუთე შემთხვევაა.

დღესვე, შუადღით საფრანგეთში წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ დაღუპულებს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში კი ზარებს დარეკენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა