საფრანგეთის ხელისუფლებამ 88 ათასი სამართალდამცველის მობილიზება განახორციელა

საფრანგეთის ხელისუფლებამ 88 ათასი სამართალდამცველის მობილიზება განახორციელა

საფრანგეთის ხელისუფლებამ ფრანგულ სატირულ ჟურნალ "Charlie Hebdo"-ს რედაქციაზე ტერაქტის შემდეგ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 88 ათასი სამართალდამცველის მობილიზება განახორციელა.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზენიოვმა განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, დაცვის ზომები გაძლიერდა მედიასაშუალებების ოფისებთან, რელიგიურ და სახელმწიფო დაწესებულებებთან, სკოლებთან, სადგურებზე და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჟურნალზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ამ დროისთვის, 9 ადამიანია დაკავებული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა