"ფრანს-პრესი" - საფრანგეთის პოლიციამ ტერორისტების მანქანას მიაკვლია

"ფრანს-პრესი" - საფრანგეთის პოლიციამ ტერორისტების მანქანას მიაკვლია

ფრანგული სატირული ჟურნალის "Charlie Hebdo"-ს ოფისზე თავდამსხმელთა მანქანაში, რომელიც დამნაშავეებმა დატოვეს, პოლიციამ ჯიჰადისტების დროშები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები იპოვა. ამის შესახებ "ფრანს-პრესი" სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს წყაროს განცხადებით, ეს ერთის მხრივ ცხადჰყოფს, რომ საქმე გვაქვს რადიკალურ ისლამიზმთან, მეორეს მხრივ კი, ამ "კოქტეილების" გამოყენებით მათ სხვა გეგმებიც ჰქონდათ. ამ დროისთვის, წყაროს ინფორმაციით, დამნაშავეები საფრანგეთის ქალაქ კრეპი-ან-ვალუაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იმალებიან. ქალაქში შეყვანილია ელიტური სპეცდანიშნულების რაზმები. ავტომანქანა რეგიონის პიკარდიის რაიონში იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა