ეიფელის კოშკი სიმბოლურად 5 წუთით ჩააქრეს

ეიფელის კოშკი სიმბოლურად 5 წუთით ჩააქრეს

გუშინ, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე პარიზში სატირული ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმის გამო დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ეიფელის კოშკზე გარეგანათება გამოირთო, რომელიც 5 წუთის შემდეგ კვლავ ჩაირთო, როგორც სიმბოლო იმისა, რომ სიცოცხლე გრძელდება.

ამ ინიციატივით პარიზის მერი ენ იდალგო გამოვიდა, რომლის მოწოდებითაც რესპუბლიკის მოედანზე პარიზელების მიტინგი გაიმართა.

ასობით და ათასობით ადამიანმა მიიტანა სანთლები, ყვავილები, კალმები და ფურცლები დაღუპული ადამიანების პატივსაცემად და სკანდირებდნენ "შარლი!", "ჩვენ ყველა შარლი ვართ".

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა